20 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - შახტის ხელმძღვანელებისა და მეშახტეების დაკითხვა გრძელდება

დაახლოებით 4 საათია, ტყიბულის პოლიციის შენობაში შახტის დირექტორს და მთავარ ინჟინერს კითხავენ.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ გამოძიების კითხვებს აკაკი ახვლედიანი და გიზო კირკიტაძე პასუხობენ. მათ დაკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეკითხვები აქვს მათთან გამოძიებას.

„ამ ეტაპზე არ მაქვს უფლებამოსილება, რომ რაიმე სახის კითხვებზე გიპასუხოთ, მიმდინარეობს დაკითხვა, რაღაც საბუთი უნდა ავიღო და დავბრუნდები კითხვები ეხება უსაფრთხოებას,“  - ამბობს შპს საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის ადვოკატი, გია ჯანაშვილი.

დაკითხვაზე იმყოფებოდა კიდევ ერთი მეშახტე. როგორც მეშახტე ამბობს, ტრაგედიის ადგილი აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. მისი თქმით, მაშინ, როცა ის ადგილზე მუშაობდა, ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა, არ იცის, მიიღო თუ არა დისპეტჩერმა განგაშის სიგნალი.

„სავინტილაციო სისტემა ჩემი იქ ყოფნის დროს წესიერად იყო. მუშები იცავენ უსაფრთხოების ნორმებს იმიტომ, რომ იციან, თუ არ დაიცავ ნორმებს, დამარცხდები. მისცა თუ არა სიგნალი, მაგას ვერ გეტყვით,“ - ამბობს მეშახტე.

დღის ამბები