პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ოთარ კახიძე, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის დანიშვნას არჩევანის ეთერში ეხმაურება.
ოთარ კახიძის განცხადებით, მისმა პარტიამ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მსვლელობის გაპროტესტების მიზნით პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ რამდენიმე მოთხოვნა დააყენა, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შემქნა, მთავარი პროკურორის გადადგომა და მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფართო საზოგადოებრივი კონსესუსის გზით ფიგურის შერჩევა.
კახიძის თქმით, მაღალი საპროტესტო მუხტის გამო, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, გადადგა, რის შემდეგაც შეიქმნა საგამოძიებო კომისია.
ოთარ კახიძის თქმით, შალვა შავგულიძის კანდიდატურა სწორედ იმიტომ შეთავაზეს საზოგადოებას, რომ ქვეყანას ნდობით აღჭურვილი პროკურატურა სჭირდება.
ოთარ კახიძის განცხადებით, მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის დროს მან საპროკურორო საბჭოს სხდომის ღიაობა მოითხოვა, თუმცა, დაუსაბუთებელი უარი მიიღო.
„ივანიშვილი არ დათმობდა, ალბათ, მაინც მთავარი პროკურორის პოსტს იმიტომ, რომ ეს მისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, მაგრამ უმძიმესი პოლიტიკური ფასი შეიძლება, გადაეხადა ამ ფონზე, თუმცა, ისე მოხდა, რომ ფრაგმენტიზაცია მოხდა ამ მოთხოვნების. ჩვენ ერთს ვითხოვდით, ვიღაც - მეორეს, შემდგომ მოხდა ისე, რომ ეს საპროტესტო მუხტიც შენელდა, მაგრამ არ გამქრალა, საგამოძიებო კომისიაც აგრძელებს მუშაობას და ბატონი ზაზა სარალიძე დღეს შეხვდა ახალ მთავარ პროკურორს და ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ გაართმევს პროკურატურა ამ საქმეს თავს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ოთარ კახიძის თქმით, პარლამენტშიც ჩააგდეს მისი მოთხოვნა, რადგან მმართველ გუნდს ერთ დღეში უნდოდა შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად დანიშვნა.