თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის დანიშვნას ეხმაურება.
ლევან სამუშია ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, არ იყო კარგი შემსრულებელი და საზოგადოების რეაქციამ მოიტანა ის, რომ ივანიშვილმა მოინდომა მისი გვერდზე გაწევა. მისი თქმით, შალვა თადუმაძე შოთაძისგან განსხვავებული კადრია.
ლევან სამუშია ამბობს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის კანონი არის შესაცვლელი.
„მთავარი პროკურატურის შესახებ" კანონი არის შესაცვლელი. ქვეყანაში შესაძლებელია, ყოფილიყო და მომხდარიყო სხვა ადამიანზე ფოკუსირება,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი ყოფილიყო, თუნდაც, შალვა შავგულიძე და ხელისუფლება ჩადგებოდა თავსი მართლების რეჟიმში.
მის ამ გაცხადებას არ დაეთანხმა ენმ-ის წევრი. რომან გოცირიძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოხდებოდა თუ არა ფოკუსირება შალვა შავგულიძეზე, მთავარი პროკურორის პოსტზე მაინც დაინიშნებოდა შალვა თადუმაძე.
„ნუ ვარდებით ილუზიაში,“ - მიმართა რომან გოცირიძემ ლევან სამუშიამ.
ლევან სამუშიას განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ მთავარი პროკურორი არ უნდა ყოფილიყო მმართველი გუნდის პროკურორი და ასეთი იქნებოდა შალვა შავგულიძე.
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.