„თადუმაძე გააძლიერებს პოლიტიკურ მმართველობას პროკურატურაში,“ - ასე აფასებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის დანიშვნას.
თამარ კორძაია აცხადებს, რომ შალვა თადუმაძემ კარგად იცის, როგორ მუშაობს მთავრობა, შესაბამისად, ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს.
„სწორად შერჩეული კანდიდატია ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ თადუმაძეს არა მარტო თეა წულუკიანთან ჰქონდა კარგი კავშირები და ინტენსიური, საქმიანი კავშირები, არამედ თადუმაძეს მთავრობის ადმინისტრაციიდან აქვს იმის ცოდნა, როგორ მუშაობს ეს პოლიტიკური სისტემა შიგნით. აქედან გამომდინარე, შალვა თადუმაძეს იქნება ადამიანი, რომელსაც ზედმეტი მითითება არ დასჭირდება და ის შეძლებს დამოუკიდებლად მოქმედებას ხელისუფლების სასარგებლოდ,“ - განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაიას თქმით, შალვა თადუმაძის საქმიანობის საზომი იქნება ისეთი საქმეები, სადაც ივანიშვილის ინტერესი გადის, მათ შორის, საყდრისის საქმე. ასევე, ისეთი საქმეები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან დაზარალებულები.
კორძაიას თქმით, მთავარობის ცვლილებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერობა რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.