ტყიბულის შახტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება. მიზანი იქ დასაქმებულებისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა. აქციას პროფკავშირების წევრები და მეშახტეები მართავენ, რომლებიც ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიას, რომ შახტის რეაბილიტაციის პროცესშიც ანაზღაურებას მიიღებენ.
რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, დამწვრობის ხარისხიდან გამომდინარე, ორ მეშახტეს კანის გადანერგვის ოპერაციები ჩაუტარდება. ექიმებმა ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.