10-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც საგამოძიებო უწყებამ ითხოვა, პროკურატურაში ზაზა სარალიძე მივიდა, მას მთავარი ბრალმდებელი შეხვდა. შალვა თადუმაძისგან სარალიძემ მიიღო პირობა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს, თუმცა შეხვედრაზე კონკრეტული თარიღები არ დასახლებულა, ახალი პროკურორი საქმის მასალების გაცნობას გეგმავს. სარალიძემ თადუმაძეს მისი და მისი მეუღლის ტელეფონების მოსმენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.