მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ტყუილში ადანაშაულებს. ტელეკომპანია "ფოქს ნიუსის" პირდაპირ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მორიგი სიცრუე თქვა.
საქმე ეხება ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია, ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ, თუმცა მან მოგვიანებით ეს საკითხი დეტალურად მიმოიხილა მიხეილ სააკაშვილმა ფოქსნიუსის ეთერში ასევე რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა და რუსული სპეცსამსახურების საქმიანობაც გაიხსენა.
„ვლადიმერ პუტინი არა მარტო შემოიჭრა ჩემს ქვეყნაში, არამედ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, აგზავნიდა სადაზვერვო სამსახურების მუშაკებს და ახორციელებდა ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. გრუ-ს თანამშრომლებმა შეაღწიეს ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში და ყალბი ვიდეო ჩანაწერების გავრცელება მოახდინეს. მე მას ერთხელ ვკითხე პირისპირ შეხვედრისას, რატომ იტაცებენ საქართველოს ტერიტორიიდან რუსები ხალხს, რაზეც მან მიპასუხა, რომ ისინი საკუთარ თავს იტაცებენ.
"პუტინის ყურება როდესაც იგი იტყუება, არ არის ჩემთვის ახალი. ის ჯერ ამბობს რომ არ აქვს ინფორმაცია შეერთებულ შტატებში არჩევნებში ჩარევაზე, შემდეგ კი დეტალურად ყვება ამის შესახებ. ის ამბობს რომ არაფერი იცის სკრიპალების შესახებ, რასაც ასევე ლიტვინენკოსა საქმესთან დაკავშირებით აცხადებდა, თუმცა ბრიტანულმა გამოძიებამ შემდგომში დაადასტურა რომ ეს რუსეთის ჩადენილია და რომ მსგავსი ქმედება პირადად პუტინის ბრძანების გარეშე არ ხდება,”-განაცხადა სააკაშვილმა.