22 აგვისტო 2018,   11:36
ვრცლად
“ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტს რობოტი სოფია დაესწრება

“ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე დღეს განსაკუთრებულ სტუმარს ელოდებიან. საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა,
რომელიც სამიტზე სიტყვით გამოვა.

მანამდე კი პირველი განცხადება საქართველოში ვიზიტის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რობოტი სოფიას განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლა მას დიდი ხანია სურდა, მაგრამ წუხს, რომ აქ მხოლოდ ერთი დღით დარჩება. რობოტი „სოფია“ კომპანია ჰანსონ რობოტიქს-მა 2015 წელს შექმნა. 2017 წელს კი რობოტმა საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს.

„გამარჯობა საქართველო. მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში მომიწვიეს. თქვენს კითხვაზე, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სარგებლობა მოუტანოს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში გიპასუხებთ, რომ აუცილებელია ფიქრი ჭკვიან ქალაქებზე მასშტაბით,“- ამბობს რობოტი სოფია.

დღის ამბები