17 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია კითხვებზე გასცენ პასუხები - მმართველი გუნდი ქუმსიშვილი-ალავიძის სკანდალურ საქმეზე საუბრობს

ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განცხადებებს აკეთებენ.

კითხვაზე, რატომ დამალა 20 დღის განმავლობაში პროკურატურამ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, მმართველი გუნდი პასუხობს, რომ ამაში დრამატულს ვერაფერს ხედავენ.

მათთვის უცნობია, ქუმსიშვილი-ალავიძის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით არის თუ არა ინფორმირებული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

„გამოძიების მასალები არ ვიცი, არც ის ვიცი, კონკრეტულად რა კითხვებია, მაგრამ მოწმის სახით დაკითხვა ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებაა და ამაში ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს და დრამატულს. თუ კითხვები არსებობს, დაკითხვის დროს შეიძლება ამ ინფორმაციის მიღება და გადამოწმება. მე ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან არ მისაუბრია, არ ვიცი, იცის თუ არა, მაგარმ გამოძიება როცა ასაჯაროებს კონკრეტულ ფაქტს, ადასტურებს, რომ დაკითხვა შედგა, ეს არ არის კონფიდენციალური ინფორმაცია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები კვირიკაშვილის გუნდის მიმართ პოლიტიკურ შურისძიებას  გამორიცხავენ.

„გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და არც უნდა მქონდეს, ზოგადად რაც შეხება ამ ადამიანების დაკითხვას, ნებისმიერი ადამიანი, რომლებთანაც ექნება კითხვა გამოძიებას, პროკურატურას, ვალდებულია ამ კითხვებზე გასცენ ამომწურავი პასუხები, მიუხედავად იმისა, ეს იქნება ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები