19 აპრილი 2024,   23:29
ვრცლად
საგამოძიებო კომისიაში თბილისის პროკურატურის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ

"ხორავას ქუჩის" საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის მორგ სხდომაზე თბილისის პროკურატურის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ. 

ამის შესახებ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც ასევე ითქვა, რომ მათ 23 ივლისს გამოკითხავენ.

კერძოდ, საუბარია თბილისის ყოფილ პროკურორ მიხეილ შაყულაშვილზე და მის მოადგილეზე გიორგი გაბოძეზე, ასევე მოქმედ თბილისის პროკურორზე, მალხაზ კაპანაძეზე და ასევე მთავარი პროკურორის მოადგილეაზე, მამუკა ვასაძეზე.

მანამდე კი კომისიის წევრები კვლავ არასრულწლოვნების გამოკითხვას ჩაატარებენ და ასევე გამოკითხავენ იმ პირებს, რომლებიც ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. 

დღის ამბები