19 აპრილი 2024,   23:29
ვრცლად
თუ ამომრჩეველი გამრიცხავს, ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს, - ჭიჭინაძე

პარტიიდან გარიცხვის შემდეგაც დავით ჭიჭინაძის ხმაურიანი განცხადებების მთავარი სამიზნე ისევ პარლამენტის თავმჯდომარეა. ქართული ოცნების უკვე ყოფილი წევრი ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკას შრომის უსაფრთხოების საკითხზე "შეუარაცხმყოფელს" უწოდებს და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად აფასებს. დავით ჭიჭინაძე ამბობს,რომ ისინი, ვინც მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ბოლშევიკები არიან. ჭიჭინაძის განცხადებით, ის ქართული ოცნების ე.წ. გარიყული წევრების რიგებში რჩება.

"ის რომ თურმე პარტიული დისციპლინა არსებობდა დღეს და ზოგადად განცხადებების გაკეთება, ამას კრძალავდნენ ბოლშევიკები. სულით და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირლები არიან. რომ კითხო დასავლური სტანდარტის პარტიაა და დასავლურად უყურებენ და დასავლური ღირებულებების მატარებლები  არიან. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან. ტრამპის, მაკკეინის და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას შეხედავ ხო, ეხლა რა ქნას ტრამპმა, ვინც ცუდი რამე თქვა ყველა გააგდოს? თუ ამომრჩეველი გამრიცხავს ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს,"-აგანაცხადა დავით ჭიჭინაძე.  

დღის ამბები