19 აგვისტო 2018,   08:17
ვრცლად
"აღნიშნული ბრალდება გახლავთ უსაფუძვლო და შეთითხნილი,"- ბრალდებული კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ადვოკატი

ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებებში ე.წ. სხოდკებში მონაწილეობის, გამოძალვასა და ძალადობაში ბრალდებულ მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას, ბრალდებულის დასწრების გარეშე დღეს მიიღებს. ადვოკატი წარდგენილ ბრალდებას აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ გორაძე საერთოდ არ იცნობს იმ 10 პირს, რომლებიც იგივე ბრალდებით ბათუმში გუშინ დააკავეს. დაკავებულების ადვოკატები პროცესზე გირაოს სანაცვლოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას მოითხოვენ. ლავასოღლის გარემოცვის წევრებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.

"აღნიშნული ბრალდება გახლავთ უსაფუძვლო და შეთითხნილი ბრალდება,"-აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

დღის ამბები