25 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
"შეერთებულმა შტატებმა კი ცალსახად უარი უნდა უთხრას რუსეთის პრეტენზიას ჰეგემონიაზე," - სააკაშვილი

ობამას მსგავსად, ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მის სიტყვებზე ხმამაღალია - მიხეილ სააკაშვილის სტატიას ამ სათაურით ამერიკის გავლენიანი გამოცემა The Federalist-ი აქვეყნებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ შეერთებული შტატები უნდა დაუბრუნდეს პრეზიდენტ რეიგანის დროინდელ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ყველა ფრონტზე შეკავებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის რუსეთის შეჩერების ერთ-ერთი გზა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატოს გაძლიერება და საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზებაა.

"2008 წელს რუსეთმა შოკში ჩააგდო მსოფლიო საქართველოში შემოჭრით, რის შედეგადაც ჩემი ქვეყნის ერთი მეხუთედი ამ დრომდე ოკუპირებულია, ბოლო ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას. შეერთებულმა შტატებმა კი ცალსახად უარი უნდა უთხრას რუსეთის პრეტენზიას ჰეგემონიაზე," -წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები