ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მუშაობა რამდენიმე დღეში თბილისის მოქმედი და ყოფილი პროკურორების გამოკითხვით გაგრძელდება. 23 ივლისს დეპუტატები კითხვებს თბილისის ყოფილ პროკურორს მიხეილ შაყულაშვილსა და მის მოადგილეს, ასევე მოქმედ პროკურორს მალხაზ კაპანაძესა და მთავარი პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს დაუსვამენ. ესენი საგამოძიებო უწყების ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები მკვლელობის გამოძიებაში. გუშინ კი კომისიის მცირე ჯგუფის მიერ არასრულწლოვნების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. დეპუტატებმა გახმაურებულ საქმეზე ამ დრომდე უკვე 10-ზე მეტი არასრულწოვანი გამოკითხეს.