ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები, თუმცა დაცვის მხარე უკვე დიდი ხანია ითხოვს მნიშვნელოვანი მოწმეების, მათ შორის მიხეილ კალანდიას დაკითხვას, იმ ადამიანების, რომლებმაც საქმის დეტალები კარგად იციან. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ამ დროისათვის სულ 3 პირია დაკავებული.