25 აპრილი 2024,   11:04
ვრცლად
აჭარის მთავრობის შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი - თორნიკე რიჟვაძე საკუთარ პროგრამასა და გუნდს გააცნობსწარადგენს

ვინ იქნებიან აჭარის მთავრობის შემადგენლობაში, ეს დღეს გაირკვევა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს საკუთარ პროგრამასა და გუნდს გააცნობს. დეპუტატების კითხვებს მინისტრობის კანდიდატებიც უპასუხებენ.

მთავრობაში საკადრო ცვლილებები უკვე დაწყებულია. პოსტები ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა დატოვეს. ოპოზიცია რიჟვაძის გუნდს მხარს არ დაუჭერს. დღეს გახდება ცნობილი, როდის დაამტკიცებს უმაღლესი საბჭო მთავრობის ახალ შემადგენლობას.

დღის ამბები