19 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
თურქეთში 2 წლიანი საგანგებო მდგომარეობა დასრულდა

თურქეთში 2 წლიანი საგანგებო მდგომარეობა დასრულდა.

რეჟიმის მოქმედება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღო, ოფიციალურად ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე შეწყდა.

2016 წლის შემდეგ საგანგებო მგდომარეობა თურქეთის ტერიტორიაზე სულ 7-ჯერ გახანგრძლივდა.

მისი მოქმედების დროს თურქეთში დაკავებული იყო 230 ათასზე მეტი ადამიანი, სამსახურიდან დაითხოვეს 120 ათასი სახელმწიფო მოხელე და დაიხურა 150-მდე მედია საშუალება.

დღის ამბები