25 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია - საქართველომ რუსეთისთვის დაწესებული ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

საქართველომ, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დოკუმენტის თანახმად ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისი იყო, რასაც ევროკავშირი მიესალმება.

შეზღუდვები, რომელიც ევროკავშირმა 2014 წელს დააწესა, ყირიმიდან პროდუქციის იმპორტსა და ოკუპირებულ ტერიტორიასთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.

დღის ამბები