„პარტიაში ვინ გახდება წევრი, ვინ აღარ იქნება წევრი, ამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ და არც ამ გადაწყვეტილებაში ვმონაწილეობ. ბატონ დავითთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მედიიდან შევიტყვე,“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, ის ჭიჭინაძეს არ იცნობს და მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„მე მას არ ვიცნობ, არც არასდროს შევხვედრილვარ, მიუხედავად იისა, რომ უმრავლესობის წევრი იყო, გავიგე ამ გადაწყვეტილების შესახებ. მისი ჩემდამი დამოკიდებულება იყო გასაკვირი ხოლმე, მაგრამ არც კითხვა დამისვამს მისთვის, რატომ, არ დავინტერესებულვარ,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.