24 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტებიდან ერთი გამოიყვანეს

მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტებიდან ერთი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, უკრაინელი ტურისტი მთის ფერდობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

თეთნულდზე კიდევ ერთი ტურისტი იმყოფება. მის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა

დღის ამბები