20 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
ეკონომიკის ახალი მინისტრის გასაიდუმლოებული ვიზიტი მოსკოვში - დანიშვნიდან მეორე დღეს გიორგი ქობულია რუსეთში გაემგზავრა

ეკონომიკის ახალი მინისტრის ვიზიტი მოსკოვში - დანიშვნიდან მეორე დღეს გიორგი ქობულია რუსეთში გაემგზავრა.

ეკონომიკის სამინისტრო უწყების პირველი პირის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაიდუმლოებას ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქობულია საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში არ იქნება.

„მინისტრი ქობულია ამჟამად იმყოფება უცხოეთში, კერძოდ, მოსკოვში. ეს არის შვებულება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ, ყოფილ სამსახურში საქმეების გადაბარების პროცესთან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი კალანდაძემ. 

გიორგი ქობულიას რუსეთში ვიზიტის დეტალები "კურიერში" 21:00 საათზე. 

დღის ამბები