19 აპრილი 2024,   22:59
ვრცლად
ტყიბული გაფიცვამ მოიცვა - მეშახტეები საკუთარი სიცოცხლის დასაცავად ბრძოლას იწყებენ 

ტყიბული გაფიცვამ მოიცვა. მეშახტეები საკუთარი სიცოცხლის დასაცავად ღია დაპირისპირებაზე გადადიან. ქალაქის ცენტრში შეკრებილები სამუშაოებს აჩერებენ და მოითხოვენ „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის გადადგომას.

დღეს ჯამბულ ჯაყელს ტყიბულის მთავარ მოედანზე, ქვანახშირის საბადოს გაფიცული მუშები დაუპირისპირდნენ. მეშახტეები დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი მზადაა, თანამდებობა დღესვე დატოვოს, თუმცა არ შეუძლია რადგან თუ მიტოვებული საბადოს გაწმენდა კონსერვაცია არ მოხდება, შესაძლოა, შახტი ტრაგედიის ახალი მიზეზი გახდეს.

მინდელის შახტის მუშებისა და გენერალური დირექტორის სიტყვიერ კამათს ესწრებოდა ტყიბულის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძე. მთავარ კითხვაზე პასუხი არც მას აქვს. პარლამენტის წევრმა არ იცის, დაიხურება თუ არა შახტი.

ტყიბულელი მუშების მთავარი მოთხოვნაა, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება, მაგრამ შახტი არ დაკონსერვდეს და მუშაობა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით დაუყოვნებლივ გააგრძელოს.

ტრაგედიის მომდევნო დღეებში მიღებული სამთავრობო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიუხედავად, მუშებს პასუხი ბევრ კითხვაზე არ აქვთ. დღემდე ოფიციალურად არ გაფორმებულა პრემიერ მინისტრის კომენტარი, რომელმაც გამოძიების დასრულებამდე შახტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო.

4 გარდაცვლილისა და 6 დაშავებული მეშახტის საქმეს პოლიცია იძიებს. პასუხისმგებელი პირები ჯერ არ გამოკვეთილან. გამოძიებამ უკვე გამოკითხა დაზარალებული და გადარჩენილი მუშები.

დღის ამბები