20 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
”დააგემოვნე საქართველო“ - ბრიტანელი მწერლის წიგნი საქართველოს შესახებ, რომელმაც არაერთი ჯილდო მოიპოვა

ახალი წიგნი საქართველოზე, რომელიც ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ჰიტად იქცა. არაერთი პრესტიჟული ჯილდო და მკითხველის წარმოუდგენლად დიდი ინტერესი, რომელმაც წიგნის ავტორიც კი გააკვირვა. 

ბრიტანელი ავტორი საქართველოში პირველად 2013 წელს, ქვევრის ღვინის სიმპოზიუმზე დასასწრებად ჩამოვიდა. მაშინ თბილისის, იმერეთისა და კახეთის დათვალიერება მოასწრო.

464 გვერდიანი წიგნი კარლა კაპალბოს საქართველოში მოგზაურობას კვალდაკვალ მიჰყვება. ყველა ოჯახი, საინტერესო ისტორია თუ ადგილი, რომელსაც ავტორი გაეცნო, მის მიერვე შექმნილ რუკებზეა მონიშნული.

კაპალბოს წიგნმა, ”დააგემოვნე საქართველო“ შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მოიპოვა კრიტიკოსების მაღალი შეფასება და მნიშვნელოვანი ჯილდოები. დიდ ბრიტანეთში ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე - კულინარიული ავტორების გილდიამ, კარლა კაპალბოს ერთ-ერთი მთავარი პრიზი გადასცა.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი. 

დღის ამბები