16 ოქტომბერი 2018,   21:41
ვრცლად
წამლების ჭარბი რაოდენობით მოხმარება - სპეციალისტები ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებებზე საუბრობენ

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო მოქალაქეების მიერ არასაჭირო მედიკამენტების მოხმარებით რეგიონში პირველ ადგილზეა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ ჭარბი რაოდენობით მედიკამენტებს უფრო ხშირად პენსიონერები იღებენ.

წამლებს თავად ექიმები უწერენ და უთითებენ თუ რომელ აფთიაქში უნდა შეიძინონ ესა თუ ის პრეპარატი. პრობლემის მოსაგვარებლად უწყება პაციენტებს დანიშნულების გადამოწმების პროექტს სთავაზობს.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტებისთვის ცნობილია თუ რატომ დადგა საქართველოში მედიკამენტების ჭარბად მოხმარების პრობლემა ასე მძაფრად. სპეციალისტები მედიკოსების კვალიფიკაციის სიმწირეზე და ასევე მათი და ფარმაცევტული კომპანიების ფარულ გარიგებებზე საუბრობენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა არა მხოლოდ არაეფექტურად, არამედ საფრთხის შემცვლელადაც ეჩვენებათ.

პაციენტს, რომელსაც დანიშნულების სიზუსტეში ეჭვი შეეპარება, მისი გადამოწმების ერთადერთი გზა აქვს. დოკუმენტი ან ელექტრონული რეცეპტის ვებგვერდზე უნდა ატვირთოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს ოფისში მიიტანოს. ის პასუხს იგივე გზით სამ დღეში მიიღებს. რეცეპტს სამინისტროს კლინიკური ფარმაცევტი სპეციალური კრიტერიუმებით განიხილავს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება რომ მათი ინიციატივა პრობლემის მოგვარების ეფექტური გზაა, რადგან ის სხვა ქვეყნებში უკვე აპრობირებულია. პროგრამა ორშაბათიდან ამოქმედდა, თუმცა ჯერ არავის უსარგებლია. 

 

დღის ამბები