20 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა უმაღლეს საბჭოში ხმაურით მიმდინარეობდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა ხმაურით მიმდინარეობდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატი მოითხოვდა დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდებოდა პრეზიდენტის თანხმობა, მინისტრობის კანდიდატების დანიშვნაზე. 

მთავრობის მომავალი თავმჯდომარის პროგრამა დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს.

„ორი წელია ჩვენ ვითხოვთ, რომ სიღარიბე იზრდება და ავამუშაოთ ახალი სოციალური პროგრამები, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება ამ სიღარიბის დაძლევაში,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას და მის გუნდს მხარს უჭერს.

თავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საკუთარი ხედვები და მიმართულებები წარადგინა.

„დღეს ოპოზიცია ცდილობდა, ჩვენი ყურადღება გადაეტანა მეორე ხარისხოვან საკითხებზე. მე წარმოვადგინე პროგრამული ხედვა, ის კონკრეტული მიმართულებები და პრიორიტეტები, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რა თქმა უნდა, კოორდინაციაში იქნება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ეს დაეფუძნება ადამიანს და შესაბამისად, ინკლუზიური ზრდა იქნება მთავარი ხაზი, რომლითაც ეკონომიკური პოლიტიკის გატარება მოხდება რეგიონში,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები