16 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
"მე როგორც ვიცი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მოუტყუებია" - მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის მამა 

სამართალდამცველებმა 51-ე სკოლის მოსწავლე, რომელიც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის კლასელი და ახლო მეგობარი იყო, გუშინ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საკუთარ სახლში დააკავეს.

ოჯახის წევრები მოზარდზე კალანდიების მხრიდან ზეწოლას უარყოფენ და პირველ სასამართლო სხდომამდე დეტალების შესახებ არ საუბრობენ.

მოზარდის მამა ამბობს, რომ შვილის ორ ჩვენებას შორის მხოლოდ მცირე ცდომილება იყო.

„სანამ არ იქნება სასამართლო პროცესი, არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ. უნდა გაირკვეს სასამართლოზე რა მოიტყუა რა არ მოიტყუა. მე როგორც ვიცი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მოუტყუებია. რა ზეწოლა, რის ზეწოლა, რა ზეწოლაზეა ლაპარაკი,“-აცხადებს დაკავებული დ.ღ.-ს მამა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლეა დაკავებული. მოზარდი სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინებით აიყვანეს. არასრულწლოვანს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები