19 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
აშშ-ში ნავი ჩაიძირა - გარდაცვლილია 11 ადამიანი 

მისურის შტატში ტურისტული ნავი შტორმში მოყვა და ტბაში ჩაიძირა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 11 ადამიანი.

მაშველები 5 დაკარგულ ტურისტს ეძებენ, ნავში სულ 30 ადამიანი იმყოფებოდა.

მოულოდნელი ძლიერი ქარის გამო, ნავი ჯერ ამობრუნდა, შემდეგ კი ჩაძირვა დაიწყო. თვითმხილველების განცხადებით, ტბაში ორი ტურისტული ნავი იყო გასული, ერთ-ერთმა ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, მეორე კი ქარმა სიღრმისკენ წაიღო და ჩაიძირა.

დღის ამბები