16 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
მაღალჩინოსნის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული მუქარა - თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ბალიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს 

ნინო ჯანგირაშვილის მისამართით გამოთქმული საჯარო მუქარის ავტორის, საკრებულოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, მამუკა ბალიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას საკრებულოს უმრავლესობა არ იზიარებს.

მამუკა ბალიაშვილმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის, ნინო ჯანგირაშვილის წინააღმდეგ ძალადობის მოწოდების შემცველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ურიგო არ იქნება თუ ნინო ჯანგირაშვილს თავს გაუტეხენ". 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი შეურაცხყოფას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა, ბალიაშვილის გათავისუფლების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„რის გამო გათავისუფლდეს, რომ პირად სივრცეში სხვას რაღაც უთხრა. არ ვიცი, კანონის საფუძველი უნდა ნახოს. გაემიჯნოს რა, არ არის სასიამოვნო, როდესაც საჯარო მოხელე შეურაცხყოფას აყენებს პირად სივრცეში სხვას, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. მაგრამ, რაც შეეხება, სამსახურეობრივ ურთიერთობებს, ამას არეგულირებს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დავითულიანმა.

ავითულიანის პოზიციას იზიარებს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე. თინათინ ნიბლოშვილი აცხადებს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი და ოპოზიცია საკრებულოსგან ადეკვატურ რეაგირებას და მამუკა ბალიაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები