25 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ დაასახელებს

„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ ქუთაისში წარადგენს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა გააკეთა.

სერგო რატიანი ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის გამართულ კონსულტაციას, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

სერგო რატიანის განცხადებით, თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა მოისმინოს მისი სამომავლო გეგმები.

„რაც შეეხება ბატონ მარგველაშვილს, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, თუ რას აპირებს ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა რატიანმა.

დღის ამბები