23 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მამუკა ბახტაძემ გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიღებული განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა.

პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას შალვა ხუციშვილი შეასრულებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას, შალვა ხუციშვილი შეასრულებს,“ - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები