25 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
„ამდენი ტყუილები მომწყინდა, სიმართლე გითხრათ, უკვე სხვა მეთოდებით ვაპირებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას,“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი 

„ამდენი ტყუილები და ამდენი ჭორები უკვე მომწყინდა, სიმართლე გითხრათ და უკვე სხვა მეთოდებით ვაპირებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას,“ - ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პანკისში გამართულ აქციაზე გააკეთა.

პანკისის მოსახლეობას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს. ადგილობრივი მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობა აპროტესტებს, ასევე მთავარი მოთხოვნაა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტური და დროული გამოძიება.

„ამდენი ტყუილები და ამდენი ჭორები უკვე მომწყინდა, სიმართლე გითხრათ და უკვე სხვა მეთოდებით ვაპირებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მეთოდებს, არ მივიჩნევ საჭიროდ, გავაჟღერო. არის ჩვენი განსაკუთრებული მეთოდები, რომ დავუპირისპირდეთ ამ უსამართლობას ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისის მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ უკვე დიდი ხანია, თუმცა უშედეგოდ.

„დღემდე ვითხოვდით ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, მოსულიყო რომელიმე კომპეტენტური და მრგვალი მაგიდის პრინციპით, გველაპარაკა,“ - განაცხადა მუსა პანკისელმა.

კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრი, შენგელი ტოხოსაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების კომპეტენტურმა სტრუქტურებმა მოსახლეობასთან უნდა ითანამშრომლონ.

„ძალოვანი სტრუქტურების მიერ, ძალის გამოყენება და პოლიციელების ენით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არ არის გამართლებული ფორმა. ჩვენ დავინახეთ ერთი შემთხვევა უკვე ძალოვანების მიერ განხორციელებული, რომელიც დამთავრდა ფატალური შედეგით,“- განაცხადა შენგელი ტოხოსაშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები