19 აპრილი 2024,   02:07
ვრცლად
"გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს," გიორგი მარგველაშვილი

"გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს" - ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ციტა ხნის წინ გააკეთა. კითხვაზე, ვის გულისხმობდა ის ღლაპში, მან განაცხადა, რომ კონკრეტული ადრესატი არ ჰყოლია. 

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, მარგველაშვილმა ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. 

„შენ უნდა ითამაშო არბიტრის როლი, შენ უნდა მიუხედავად ამ შეურაცხყოფისა, მიუხედავად იმისა, რომ გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ გაყენებენ შეურაცხყოფას, მიუხედავად იმისა, რომ მედია ვერ გაგიგებს, რაღაცას აგიგორებენ, შენთვის უნდა იყოს პრიორიტეტი სამშობლო,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ აირჩია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი. პრეზიდენტის თქმით, მას არასდროს დაუფიქსირებია, რა შემთხვევაში აირჩევდა ან ოპოზიციის, ან მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

„ხშირად, რაც ძალიან უნდათ, ეს ჰგონიათ, რომ აუცილებლად მოხდება. ასეთი ბავშვური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ კარგია, მაგრამ სადღაც 11-12 წლამდე, რომ რაც გინდა, ყველაფერი შეგისრულდება. ეს კარგი დამოკიდებულებაა, როდესაც გჯერა, რომ სანტა კლაუსი არსებობს, ძალიან თუ გინდა, დედა ველოსიპედს გიყიდის, თუ ძალიან, ძალიან მოინდომებ პრეზიდენტი დაგასახელებს, ეს კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა არ არის ასეთი. ასე, რომ არცერთ ამ თემაზე მე პოლემიკაში არც შევსულვარ, არც შევალ. მარტივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზუსტად კანონის მიხედვით ვიმოქმედე და იმ კანონის მიხედვით იყო ასეთი ვითარება, რომ მისაღები იყო აჭარაში ვითარების დასაძაბად და ხელისუფლების კანდიდატის წასასვლელად, შევეცდები ძალიან კორექტული ვიყო, იმისთვის, რომ მე ვითარება დამეძაბა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წინააღმდეგ წავსულიყავი და დამესახელებინა ოპოზიციის კანდიდატი, ასეთი რამ შესაძლებელი იყო და ასეთ რამეს გავაკეთებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპოზიციის კანდიდატი თვისობრივად უკეთესი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ხელისუფლების კანდიდატი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის არჩევის დროს კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა.

 

დღის ამბები