19 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
ნუ მიყვებით ამ პესიმიზმს, გადაღრძუებული, ჩამყაყებული, ჩაბერებული ტვინების რაღაც უიმედობას, - მარგევლაშვილი

„ის, რომ არსად არ ისმის არც აფხაზეთი, არც ოსეთი, ვერ დაგეთანხმებით, არ არის ასე. ნუ მიყვებით ამ პესიმიზმს, ნუ მიყვებით ამ გადაღრძუებული, ჩამყაყებული, ჩაბერებული ტვინების რაღაც უიმედობას,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ექსპერტები გააკრიტიკა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველო ნატო-ს სამიტის შემდეგ გაცილებით მეტ სარგებელს ნახულობდა.

პრეზიდენტის თქმით, იმდენად მკაფიო პოზიციები დაფიქსირდა ნატო-ს სამიტზე, რომ მას შემდეგ რუსეთის პირველმა პირმა საქართველო ორჯერ ახსენა.

„როგორც ქართველი ექსპერტების შეფასებაში მოვისმინე, თურმე, ნატო-ს სამიტიდან არაფერი მნიშვნელოვანი არ წამოგვიღია, არაფერი ისეთი, რომელიც მათი ყურადღების ღირსი გახდებოდა, ჩვენი გამოჩენილი ქართველი ექსპერტების. ყოველ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინისთვის იმდენად სერიოზული გზავნილები იყო, რომ იმ დღის მერე გავიდა ერთი კვირა და ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატო-ზე და საქართველოზე. ჩემი აზრით, რაც პუტინისთვის მნიშვნელოვანია, გავიგე, რომ ქართველი ექსპერტებისთვის მათ რადარს ქვევით მოხვდა და ვერაფერი ვერ დაინახეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ აკეთებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას ნატო-ს თაობაზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნოა,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები