19 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
მას, ან პრემიერ-მინისტრი ჰგონია თავი, ან პოლიტიკურ აფექტშია - ოხანაშვილი პრეზიდენტზე საუბრობს

„მას, ან პრემიერ-მინისტრი ჰგონია საკუთარი თავი და ასეთ დიდ თამასას უწესებს პოლიტიკურ ასპექტში თავის თავს, ან კიდევ პოლიტიკურ აფექტში უნდა იყოს ასეთი სიტყვების განმცხადებელი,“ - ეს შეფასება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ გააკეთა.

„თუ ის გადაწყვეტს, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას, იქნება ისეთივე შედეგი, როგორც კონსტიტუციის განხილვებზე ირაკლი კობახიძეს რომ უწევდა ხოლმე პრეზიდენტისთვის კონსტიტუციურ საფუძვლებში ცოდნის გაღრმავება, ის, რომ როდესაც მას არ ჰქონდა ელემენტარული ცოდნა კონსტიტუციურ საკითხებში, ეს იყო ნულს ქვემოთ მნიშვნელი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ხელისუფლება, გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკრიტიკა. მისი თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ იბრძოლებს მათი სახელით, რადგან თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მათ გაცილებით კონკურენტუნარიანი კანდიდატის დასახელება მოუწევთ.

დღის ამბები