24 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი "სუბოტექსის" 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები