25 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ

აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად უმრავლესობის მიერ დასახელებული თორნიკე რიჟვაზე საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. ენერგეტიკის ფონდის განვითარების ყოფილი ხელმძღვანელი, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად, ორი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან და მათ შეკითხვებს  პასუხობდა.

ცნობილია, რომ თორნიკე რიჟვაძეს და მის გუნდს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებს უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის 14 ხმის იმედი აქვს.

სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები