19 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
სამხედრო დღე შაორის „მომავლის ბანაკში“ გაიმართა

შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო დღე სტუდენტებისთვის პრეზენტაციით დაიწყეს.

მათ ქართული ჯარის, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.

ჯარისკაცებმა მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს.

ახალგაზრდებისთვის ქართული და დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების, ტექნიკის და ეკიპირების გამოფენაც მოეწყო.

დღის ამბები