25 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა

ევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.

საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ქუთაისში წარუდგინა.

„საზოგადოება არის გახლეჩილი, სამწუხაროდ, საზოგადოება არის დაპირისპირებული. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანას დღეს სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პერსპექტივას, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს და დაარწმუნებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო,“ - განაცხადა უგულავამ. 

დღის ამბები