25 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
თორნიკე კაჭარავას ახალი ბრალი - პრეზიდენტის სიძის მეგობარი, დუმილის უფლებას იყენებს

პრეზიდენტის სიძის მეგობარი, რომელიც სამართალდამცავებმა გვიან ღამით დააკავეს, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. თორნიკე კაჭარავას დეტალებზე არ უსაუბრია არც მის უფლებადამცველთან. როგორც შოთა მანელიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დილით ადრე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და მისივე თხოვნით, ბრალთან დაკავშირებით დეტალებს ბრალდებულთან მოგვიანებით გაივლის.

„არის სერიოზული გარემოებები, რომელიც სათანადო ყურადღებას მოითხოვს და პირველ რიგში ჩვენი მხრიდან გაანალიზებას და შესწავლას. იქიდან გამომდინარე ყველა სამხილი, ყველა გარემოება მოპოვებული იქნება დაცვის მხარის მხრიდან და შესაბამისად კონკრეტულ ეტაპზე შევძლებთ უფრო მეტი ინფორმაციით მოწოდებას,“-განაცხადა შოთა მანელიძემ.

თორნიკე კაჭარავას  გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, მოპედით გადაადგილების დროს ის სამართალდამცველების მოთხოვნას გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. თორნიკე კაჭარავა პოლიციელებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით  ერთი წლის წინაც  დააკავეს, მაშინ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მუხლი, რომელიც მას აქვს ამ საქმეზე წაყენებული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები