19 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
"ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს, უნდა ეშინოდეს მარცხის" - "ევროპული საქართველოს" პასუხი ირაკლი კობახიძეს

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან - ასე უპასუხეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტის თავმჯდომარეს. საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე მყოფი კანდიდატი 20 პროცენტზე მეტის მიღებას ვერ შეძლებს.

„შემოდგომა ორ თქეში დადგება, ხმებსაც, ვისაც უნდა წიწილებს, ზუსტად რამდენიმე თვეში დავითვლით. ჩვენ ვართ მომსწრე ბოლო 5 თვის განმავლობაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის, მწვავე სამართლებრივი კრიზისის. მწვავე უსამართლობის განცდის, მწვავე სიღატაკის განცდის. ამიტომ "ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს, უნდა ეშინოდეს მარცხის. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დათო ბაქრაძესთან იქნება დაკავშირებული შურისძიება. შურისძიება არის ის, რაც ქვეყანას უკან წაიყვანს. ჩვენ გვინდა წინსვლა. საიმედო ხვალინდელი დღე და დათო ბაქრაძე არის სწორედ ის კანდიდატი, რომელთანაც იქნება დაკავშირებული ჩვენი საიმედო ხვალინდელი დღე,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

"ევროპულმა საქართველომ" საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. 

დღის ამბები