25 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
რარიტეტული თვითმფრინავის მგზავრები სიკვდილს გადაურჩნენ - თვითმფრინავს ცეცხლი მოედო

რარიტეტული თვითმფრინავის მგზავრები სიკვდილს გადაურჩნენ. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორ ძრავიანი თვითმფრინავი ტეხასიდან ვისკონსინში მიფრინავდა, სადაც ავიაშოუში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ის აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა და ცეცხლი მოედო.

ინციდენტის დროს, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა თავის დაღწევა შეძლო. 8 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბურნეტის აეროდრომზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული. სპეციალისტები ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენას ცდილობენ.

დღის ამბები