20 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
„ბრალდების არც ერთ ნაწილში თორნიკე თავს დამნაშავედ არ ცნობს"-პრეზიდენტის სიძის მეგობარი ადვოკატმა მოინახულა

პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებული ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა. როგორც შოთა მანელიძე ამბობს, რომ მას სამართალდამცავებისთვის ჩვენება არ მიუცია და დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალდების არც ერთ ნაწილში თორნიკე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ისევ და ისევ რჩება დუმილის უფლებაზე, თუმცა ისევ და ისევ ობიექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე თემის განვრცობა და გაშალა არ არის საჭირო და იქნება ის კონკრეტული დრო და გარემოება, როცა ყველაფერთან მიმართებაში თორნიკე დააფიქსირებს თავსი პოზიციას,“-განაცხადა შოთა მანელიძე.

თორნიკე კაჭარავას  გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, მოპედით გადაადგილების დროს ის სამართალდამცველების მოთხოვნას გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. თორნიკე კაჭარავა პოლიციელებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით  ერთი წლის წინაც  დააკავეს, მაშინ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ მუხლით მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები