19 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
ამ წუთებში ტყიბულში მინდელის შახტში დაღუპული 54 წლის მიხეილ გამეზარდაშვილს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ 54 წლის მიხეილ გამეზარდაშვილს ამ წუთებში კრძალავენ. ოჯახის წევრები გამოძიების ობიექტურ ჩატარებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული კიდევ სამი მეშახტე, გუშინ დაკრძალეს.
პარალელურად, ტყიბული ხვალიდან მასშტაბური აქციებისთვის ემზადება. მთავარი მოთხოვნა "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენება და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა. მეშახტეები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც მოითხოვენ. კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რასაც მეშახტეების ქალაქი ხელისუფლებას უყენებს, შახტების შენარჩუნებაა. 

დღის ამბები