22 ოქტომბერი 2018,   13:01
ვრცლად
შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის სავაჭრო ომი უკვე დაწყებულია - საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი 

შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის სავაჭრო ომი უკვე დაწყებულია. განცხადება საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა გააკეთა და დონალდ ტრამპი ლითონებზე დაწესებული ახალი საბაჟო ტარიფების ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილა.

ბრუნო ლე მერის თქმით, დიდი ოცეულის ყველა წევრმა იცის, რომ სავაჭრო ომი უკვე რეალობაა და ის საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას.

მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი საბაჟო ტარიფები გლობალურად შეამცირებს ერთიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, რაც მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისით დაემუქრება.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, ჯანსაღად იაზროვნოს და პატივი სცეს მოკავშირეების უფლებებს. წინააღმდეგ შეთხვევაში, ევროკავშირი იძულებული გახდება საპასუხო ზომებს მიმართოს.

 

დღის ამბები