19 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
დაზიანებული გზები და მტვერი ზუგდიდის ქუჩებში-გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, ადგილობირვები ფანჯრებს ვერ აღებენ

დაზიანებული გზები ზუგდიდში-მძღოლები განსაკუთრებით ღამის საათებში ქალაქში გადაადგილებას ერიდებიან. მიზეზი კი ორმოებია, რომელიც ცუდი ხილვადობის გამო არ ჩანს და ხშირად ადგილობრივებს მანქანები უზიანდებათ.

გზა გადათხრილია პუშკინის, გამსახურდიას, ბარამიასა და ნიკოლაძის ქუჩებზე. ადგილობრივები  ამბობენ, რომ გადათხრილი გზების გამო სახლებში მტვერი შედის და გაუსაძლის სიცხეებში ფანჯრების გაღებაც ვერ ახერხებენ. 

უკვე ორი წელია ზუგდიდში გზების შეკეთებას უშედეგოდ ითხოვენ.  

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები