22 ოქტომბერი 2018,   12:59
ვრცლად
"რეაბილიტირებული" სტადიონი, სადაც რეალურად არაფერი გაკეთებულა-მარნეულის მოსახლეობა გაფლანგულ 35 ათას ლარზე საუბრობს

მარნეულის მოსახლეობა სპორტული მოედნის ხელახალ რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა მოედანზე სამუშაოები დასრულდა, თუმცა რეალურად არც არაფერი გაკეთებულა. ბაქოს ქუჩაზე სტადიონის მოწყობის დაპირება მათ წინა საარჩევნოდ მიიღეს, გაზაფხულზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ საქმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოცდათხუთმეტი ათას ლარზე მეტი გამოიყო, სინამდვილეში კი სტადიონს სრულყოფილი რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ადგილობრივები ქალაქის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ითხოვენ პასუხს კითხვაზე - სად წავიდა სტადიონის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა.

კომპანია კი რომელმაც ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია ჩაატარა პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ნაკისრი ვალდებულება ბოლომდე შეასრულა.

მარნეულის მერიაში კი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა დაიწყეს. 

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი.

 

დღის ამბები