25 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
ჩხოროწყუში 22 წლის ახალგაზრდის პროფესიული წარმატება ევროკავშირს და მის პარტნიორ ორგანიზაციას უკავშირდება

ევროკავშირის დახმარებით 22 წლის ლევან ჯალაღონია ცხოველებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობს. მასთან ჩხოროწყუს სხვადასხვა სოფლიდან პატრონებს შინაური ცხოველები მიჰყავთ. საყვარელი საქმის პროფესიონალურად შესწავლა ორი წლის წინ გადაწყვიტა.

მას შემდეგ, რაც კლინიკაში საქმეს ამთავრებს ადგილობრივებს სახლებშიც სტუმრობს.

ჩხოროწყუში ლევანის პროფესიული წარმატება ევროკავშირს და მის პარტნიორ ორგანიზაციას უკავშირდება. მან პროფესიული განათლება სწორედ მათი დახმარებით მიიღო. ორგანიზაცია "People in Need" -ის წარმომადგენელი ვიტალი დონდუა ყვება, რომ ამისთვის ევროკავშირმა ხუთი ათასი ევრო გამოყო.

ლევანის მსგავსად, ევროკავშირმა ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მას შემდეგ, რაც სოფელში ლევანი გამოჩნდა ადგილობრივები უფრო იმედიანად არიან, შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვასაც ნიშნავს.

ავტორი: ნანიკო სისვაძე. 

დღის ამბები