16 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
სტიქია გარდაბანში - ხევში წყლის დაგროვების მიზეზად მოსახლეობა თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მშენებლობას ასახელებს 

გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში სტიქიას მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ.

მოვარდნილი ღვარცოფისგან თავის დაღწევა ღამით 15 ადამიანმა მაშველების დახმარებით შეძლო. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ წყლის დიდი ნაკადი ხევში მას შემდეგ დაგროვდა, რაც თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მშენებლობა დაიწყო, არხს კი მიმართულება შეუცვალეს.

„ვუთხარით, რომ ეს არხი ბუნებრივად მოდიოდა დაბლა, ამათ რომ გააკეთეს ეს გზა, არხი დატოვეს ისევ ისე და სახლებისკენ იყო წყალი დაბლა და ის არხი მაღლა. ვეუბნებოდით ის არხი დააღრმავეთ, რომ სახლიდან წყალი გამოვიდეს. აღმართზე ხომ არ ავიდოდა. სანამ ეს შედეგი არ დადგა, არავინ ყური არ გააბარტყუნა,“-აცხადებს დაზარალებული ზურაბ ომანაშვილი.

როდის შეძლებენ ადგილობრივები საკუთარ სახლებში დაბრუნებას ჯერ უცნობია.  

მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები სრულად დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და წვრილფეხა საქონელი, განადგურებულია ეზოები და ნათესები.

„შემოვარდა წყალი და ვართ ასეთ დღეში. დაგვენგრა, დაგვექცა ყველაფერი, ასეთ დღეში ვართ,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ელდა კვიციანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები