19 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
ძლიერმა წვიმამ ქვემო ფონიჭალაში, სოფელ მთისძირსა და გიგანტის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დატბორა 

სტიქიას ებრძოდნენ მთელი ღამის განმავლობაში ქვემო ფონიჭალაში. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე და წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა.  დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

მოვარდნილმა წყალმა დატბორა სოფელი მთისძირი და გიგანტის დასახლება, ასევე პრობლემები შეიქმნა კრწანისის სამხედრო ბაზასთან არსებული დასახლებაში.

ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაცია არ დასჭირვებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები