25 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
დატბორილი სოფელი კრწანისი - სტიქიის ზონაში ექსპერტებს ელოდებიან 

რუსთავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარე დასახლება, სოფელი კრწანისი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. საჭირო გახდა ხალხის ევაკუაცია. დახოცილია შინაური ცხოველი და ფრინველი, განადგურებულია სახლები და ნათესები. ადგილობრივები მნიშვნელოვან ზარალზე საუბრობენ.

მომხდარის მიზეზების დასადგენად სოფელში სპეციალისტებს ელოდებიან.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში მდებარე არხმა მიმართულება რუსთავი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის დროს შეიცვალა, ადგილობრივები ეჭვობენ, რომ სწორედ ეს გახდა სოფლის დატბორვის მიზეზი.

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ არხს კალაპოტი რუსთავი თბილისის მაგისტრალის მშენებლობის დროს შეეცვალა, თუმცა ამბობს, რომ სოფლის დატბორვის მიზეზი სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ.

„ველოდებით შესაბამის სპეციალისტებს და დადებენ დასკვნას. ეს არხი როგორც იყო, როგორც მოდიოდა არის ისე, ამ არხს მიმართულება არ შეუცვლია, უხვი ნალექი იყო და იმიტომ იყო ეს მთელი ტერიტორია დატბორილი,“-ამბობს რამაზ ბუდაღაშვილი.

გასულ ღამესთან შედარებით დაწეულია წყლის დონე. ზარალს სპეციალისტები დღის ბოლომდე დაითვლიან.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები